უინტერნეტოდ (მზე არ სუფევს ცის კამარაზე, კი არა და…)

ერთი კვირის წინ ახალ სახლში გადმოვედი. ხოდა სანამ ინტერნეტს დააყენებდნენ, ვიჯექი უინტერნეტოდ.

ხოდა, თურმე დღე უფრო გრძელია, ვიდრე აქამდე მეგონა, უფრო მეტი საქმის გაკეთებას ვასწრებ და ფიქრიც უფრო მკაფიოა. ისე მოვიხიბლე, გადავწყვიტე სულ არ შევალ არც იუთუბზე არც ფეისბუქზე-მეთქი. ასე ჩემს ფიქრებში ვიქნები, დროც გამომითავისუფლდება და უფრო მეტ წიგნსაც წავიკითხავ-მეთქი. აბა რად მინდა რაღაც უაზრობებზე რომ ვცდები? რაში მარგია?!

ვიყავი ასე ამ ფიქრებში, მაგრამ გუშინ ინტერნეტი ჩართეს და ეგრევე ფეისბუქს ჩავუჯექი და რა კარგი წერის სტილი აქვს ამ ნია ხაჭაპურიძეს, სულ სიამოვნებით ვკითხულობ მის სტატუსებს ხოლმე.

მაგრამ, ამის გარდა, არაფერი ხეირიანი გუშინ მე ფბ-ზე არ წამიკითხავს და ან გავაუქმებ და ან აღარ შევალ ხოლმე.

Leave a comment