სწავლა საქართველოში vs სწავლა გერმანიაში

როდესაც მაღლივში ვსწავლობდი და საერთოდ, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, თითქმის ყოველდღიურად მესმოდა, რომ აი, იქ ევროპა-შტატებში სწავლის ხარისხი უკეთესია, ცხოვრების ხარისხი უკეთესია და ა.შ. მაშინ ძალიან ვითრგუნებოდი ამ განცხადებებით და ეჭვი მეპარებოდა საკუთარ ცოდნაში, რადგან “იქ” არ მქონდა ნასწავლი.

მახსოვს, ერთხელ ბიზნესის მიმართულების ლექციაზე ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა, რომ შტატებშიც უწევდა ლექციების წაკითხვა და რომ ვადარებ იქაურ და ქართველ სტუდენტებსო, გარეგნულად ვერ განგასხვავებდითო, მსგავსად გამოიყურებითო, მსგავსად გაცვიათო (იმდენი მაგას რა ვუთხარი), მაგრამ იქ ლექციების მერე სტუდენტები შეკითხვებით დამესეოდნენ ხოლმეო, საქართველოში კი სტუდენტებს ინტერესი არ გაქვთო, ლექციების შემდეგ შეკითხვებს არ მისმევთო.”
ნუ, ამაზე ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ დღეს. საქართველოშიც ვიყავი სტუდენტი და გერმანიაშიც. ჩემი მოკრძალებული აზრით, სტუდენტები, ყველა ქეყანაში, სწავლობენ ზუსტად იმდენს და იმ მასალას, რომელიც საჭიროა გამოცდის ჩასაბარებლად და ზოგიერთი სტუდენტის შემთხვევაში კარგი ქულის მისაღებად. მორჩა. თუ დრო მოგვრჩა (რაც იშვიათად ხდება, მითუმეტეს თუ მუშაობს სტუდენტი) და რაიმე საგანი სიღრმისეულად გვაინტერესებს, ჩვენივე ინიციატივით ვუღრმავდებით, მოვიძიებთ ინფორმაციას და ვსვამთ შეკითხვებს.

გერმანიაში, ლმუ-ში რომ ვსწავლობდი, მათემათიკის გამოცდები ძალიან რთული იყო და მოითხოვდა მასალის სიღრმისეულად ცოდნას, სხვაგვარად გამოცდას ვერ ჩავაბარებდით. ამიტომ შეკითხვებსაც ვუსმევდით ჩვენს ლექტორ-ტუტორებს, და ზოგჯერ დამატებით საათებსაც ვესწრებოდით, მასალის უკეთ გასაგებად. სხვაგვარად გამოცდის ჩაბარების შანსი არ გვქონდა!

თსუ-ში, ბიზნესის მიმართულების გამოცდების ჩაბარება იყო ძირითადად თეორიის დაზუთხვა და დაზუთხულის დაწერა. ხოდა რა შეკითხვები უნდა დაგვესვა?! ისედაც გვძულდა საგნები, რომლებიც უაზრო დაზუთხვას მოითხოვდა ჩვენგან. ზოგიერთი ლექტორის შემთხვევაში ლექციის წაკითხვა, წიგნის ხმამაღლა კითხვას ნიშნავდა. საერთოდ, რატომ უნდა დავსწრებოდით ლექიას, სადაც ლექტორი ხმამაღლა კითხულობდა იმას, რასაც ჩვენც ჩვენით მშვენივრად წავიკითხავდით.

მე, გერმანიაში, ბიზნესის ფაკულტეტზე არ მისწავლია და რთული იქნება ჩემთვის ზუსტი შედარება, შესაძლოა ბიზნესის ფაკულტეტზე აქაც ბევრი თეორიაა. მაგრამ, მაინც მგონია, რომ უკეთეს გამოცდებს თუ შევადგენთ, სადაც ის შემოწმდება, თუ რა გაიგო სტუდენტმა ლექცია-დავალებებიდან და როგორ შეუძლია გაგებული მასალის გამოყენება, მაგალითად სხვადასხვა ბიზნეს ქეისებში, ასე უფრო ვასწავლით ნასწავლი ცოდნის გამოყენებას და შეკითხვებიც მეტი გაუჩნდებათ სტუდენტებს. ;)

სამართლიანობის და გამო, მინდა ვთქვა, რომ თსუ-ში ეკონომიკის მიმართულება ბევრად საინტერესო იყო, ვიდრე ბიზნესის მიმართულება, პრაქტიკული ამოცანებიც მეტი იყო და ლექტორებიც ბევრად ძლიერები და საინტერესოები იყვნენ.

რადგან საქართველოშიც და ევროპაშიც მაქვს სწავლის გამოცდილება, გადავწყვიტე შემედარებინა სწავლა უნივერიტეტში: ჩვენთან და იქ. მაშ ასე:

საქართველო (თსუ-ს მაგალითზე)გერმანია (ლმუ-ს მაგალითზე)
სწავლის საფასური სემესტრში1125 ლარი150 ევრომდე
ბაკალავრიატის ხანგრძლივობა8 სემესტრი6 სემესტრი
ლექტორიორიენტიერებულია იმაზე, რომ მასალა კარგად ახსნას, მოგიყვეს საკუთარი ცხოვრების ისტორია, გკითხოს რას აპირებ ამ ცხოვრებაში, გკითხოს რა არის შენი საუკეთესო თვისება და სხვა ფილოსოფიური საუბრები.ორიენტირებულია იმაზე, რომ მასალა კარგად ახსნას და სტუდენტებთან კომინაკციისას გადაწტვიტოს, რომელი საკითხები საჭიროებს უფრო სიღრმისეულ განხილვას.
ტუტორი (პრაქტიკული საათების “ლექტორი”)როგორც წესი, არის იგივე ადამიანი, რომელიც ლექციებს კითხულობს.როგორც წესი, არის მაღალკურსელი სტუდენტი, რომელსაც ეს საგანი მაღალი ქულით აქვს ჩაბარებული და შეუძლია კარგი რჩევები მოგცეს. მასთან კამათი/მსჯელობა უფრო მარტივია, რადგან რიდი არ გაქვს.
დასწრების ქულაჩემს დროს იყო, ახლა არ ვიცი.არ არის.
სტუდენტური დასაქმება უნივერსიტეტშივეშესაძლებელია ალბათ მხოლოდ თვითმმართველობის წევრად და დოქტორანტად.შესაძლებელია ტუტორად, ბიბლიოთეკაში, სტუდენტების საინფორმაციოში, თვითმმართველობაში თავისთავად და ყველა ფაკულტეტზე არის სხვადასხვა მიმართულებით სხვადსხვა პროექტები და შესაბამისად სტუდენტური ვაკანსიები.
თავისუფალი დრორადგან ძირითადად არ მიწევდა მუშაობა და გამოცდებისთვის გამოცდისწინა პერიოდში ვემზადებოდი, ბევრი თავისუფალი დრო მქონდა.რადგან კვირაში 20 საათი ვმუშაობდი + ზოგიერთ საგანს მხოლოდ გამოდისწინა პერიოდში სწავლა არ ყოფნიდა + უამრავი ბიუროკრატიული პრობლემა, ვიზასთან, საცხოვრებელთან, დაზღვევასთან დაკავშირებით… -> თავისუფალი დრო ცოტა გაქვს.
შეფასებადაახლოებით 60-70% გამოცდის ქულა, დანარჩენი 40-30% ლექტორის შეფასება, რომელიც ძირითადად, მაგრამ სამწუხაროდ არა ყველა ლექტორის შემთხვევაში, იყო ობიექტური. ერთმა ლექტორმა ბიჭებს უფრო მაღალი ქულები დაუწერა, იმიტომ რომ ისინი ბიჭები არიან.დამოკიდებულია მხოლოდ საბოლოო გამოცდის ქულაზე.
მეგობრები10 წელი გავიდა და დღემდე ვმეგობრობთ ან მინიმუმ ვიცით ვინ სად არის/ როგორ არის.გრძელდება სემესტრის დასაწყისიდან სემესტრის დასასრულამდე. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური გამოცდილებაა.
შესვენების დროსვსაუბრობ გუშინ ნანახ ფილმზე/ წაკითხულ წიგნზე.ვსაუბრობ დავალებებზე და ამოცანების გამოყვანის გზებზე.

მაშ, საქართველოში ჯობია უნივერსიტეტში ჩაბარება თუ ევროპაში/შტატებში? ჰმ, ალბათ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს ამ შეკითხვაზე პასუხს. სწავლის საფასური, მე როგორც ვიცი, მხოლოდ გერმანიაშია მინიმუმი, ევროპის სხვა ქვეყნებში და შტატებში _ არა.
მაგისტრატურაზე ჩაბარება უფრო რეალური მგონია, რადგან მაგისტრატურა ხშირად ინგლისურენოვანია და გერმანული ენის ცოდნას არ მოითხოვენ. თანაც, საქართველოში ბაკალავრიატგამოვლილი სტუდენი, უკვე მომზადებულია ემოციურად სტუდენტობისთვის და სავარაუდოდ არჩეულ პროფესიაში ეჭვი აღარ ეპარება.

მე ვერ ვიტყოდი, რომ თსუ-ს სტუდენტობამ არაფერი მომცა-მეთქი, ჩემი ძვირფასი მეგობრები იქ გავიცანი, ზოგადი წარმოდგენა შემექმნა ძალიან ბევრ რამეზე, მათ შორის ეკონომიკასა და ბიზნესზეც. : ) თუმცა, ჩემი აზრით, გერმანიაში სწავლების ხარისხი ბერად მაღალი და უფრო რთულია, სასწავლი მასალა კი შედარებით აქტუალური.

უჯრის ზომა და უჯრის ფორმა

მგონია რომ ბევრი ვარ და სხვადასხვა.

ბევრნაირი შემიძლია ვიყო.

მგონია, რომ ერთ როლს თუ ავირჩევ დანარჩენებზე უარი უნდა ვთქვა, იმიტომ რომ სხვებმა თუ სხვადასხვა მე ნახეს, შეიძლება დაიბნენ და ვერ მიხვდენენ, გულწრფელი ვარ თუ არა.

სხვებისთვის კი მნიშვნელოვანია უჯრაში ჩაგსვან და სახელი დაგარქვან, განმარტება მიგიწერონ გვერდით. ანა ასეთი და ასეთია და ესა და ეს ახასიათებს, ხოლო ესა და ეს არ სჩვევია. მერე უფრო მშვიდად გრძნობენ თავს სხვები. მას შემდგომ რაც განგმარტეს, “ყველაფერი” გაიგეს შენს შესახებ. მას შემდგომ რაც გასაგები გახდი მათთვის. აღარ ღელავენ მერე. რთრთ.

მეც თითქოს ერთი როლი თუ მოვირგე ვინმესთან, ამ როლს ვატარებ მუდამ და მეც მშვიდად ვარ და ვცდილობ ძირითადად შესაბამისად მოვიქცე. რომ არ დაიბნენ სხვები, რომ შეკითხვებით არ მომადგნენ. აბა შენ ხომ ლურჯი იყავ და ახლა რატომ ხარ იისფერი? მე კი ვერ ავუხსნი.

ნეტავ სხვებმა თუ იციან რომ თვითონაც შეუძლიათ ფერების ცვლა და იმ უჯრიდან ამოსვლა რომელშიც სხედან? ნეტავ თუ იციან? თუ არა. მგონია რომ ხშირ შემთხვევაში არა.

მინდა არ ვფიქრობდე სხვებზე.

მინდა ისე მოვიქცე, როგორც მე მინდა.

მინდა არ მადარდებდეს რა გაუკვირდებათ ან რას შეიცხადებენ.

მინდა ფეხებზე მეკიდოს.

მინდა თავისუფალი ვიყო შენი აზრისაგან ჩემზე.

Lied vom Kindsein _ ბავშვად ყოფნის სიმღერა (თარგმანი)

პეტერ ჰანდკე

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

მკლავებჩამოყრილი დადიოდა,

უნდოდა ნაკადული მდინარე ყოფილიყო,

მდინარე კი _ ღვარი,

ხოლო ეს გუბე _ ზღვა.

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

მან არ იცოდა რომ ბავშვი იყო,

მისთვის სულიერი იყო ყველაფერი

და ყველა სული ერთი იყო.

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

არაფერზე არ ჰქონდა საკუთარი აზრი,

არც ჩვევა,

ხშირად ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა,

ადგილიდან უცბად მოწყდებოდა და გაიქცეოდა ხოლმე,

თმა ხშირად ჰქონდა აჩეჩილი

და ფოტოს გადაღებისას სახეს არ ასწორებდა.

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

ასეთ შეკითხვებს სვამდა:

რატომ ვარ მე მე და რატომ არ ვარ შენ?

რატომ ვარ აქ და არა იქ?

როდის დაიწყო დრო და სად მთავრდება სივრცე?

ჩვენი ცხოვრება ამ მზის ქვეშ უბრალოდ სიზმარი ხომ არ არის?

ყველაფერი რასაც ვხედავ, მესიმის და რის სუნსაც ვგრძნობ

სამყაროს წინ არსებული სამყაროს ილუზია ხომ არ არის?

მართლა არსებობს სიბოროტე და ადამიანები,

რომლებიც სინამდვილეში ბოროტები არიან?

როგორ არის შესაძლებელი რომ მე, ისეთი როგორიც ახლა ვარ,

სანამ გავჩნდებოდი, არ ვარსებობდი,

და რომ ერთ დღესაც მე, აღარ ვიქნები ისეთი მე

როგორიც ახლა ვარ?

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

გული ერეოდა ისპანახზე, ბარდაზე, ბრინჯის ფაფაზე

და მოხარშულ ყვავილოვან კომბოსტოზეც.

ახლა კი, ამ ყველაფერს მიირთმევს ხოლმე და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა გზა არ აქვს.

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

ერთხელ უცხო საწოლში გამოეღვიძა,

ახლა კი სულ უცხო საწოლში ეღვიძება ხოლმე,

ადრე ბევრი ადამიანი ლამაზი ეჩვენა,

ახლა კი _ იშვიათად,

მარტივად შეეძლო სამოთხის წარმოდგენა,

ახლა კი მხოლოდ ვარაუდი შეუძლია,

ვერ წარმოედგინა რა არის სიცარიელე,

დღეს კი სიცარიელეზე ფიქრისაგან აკანკალებს.

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

გატაცებით თამაშობდა ხოლმე,

ახლაც იმავე ენთუზიაზმით არის ხოლმე შეპყრობილი,

მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც მუშაობს.

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

საჭმელად ვაშლი და პური ყოფნიდა

და ეს ახლაც ასეა.

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

კენკრა ისე ცვიოდა მის ხელებში, როგორც მხოლოდ კენკრა ცვივა ხოლმე,

ასეა დღესაც,

ახალი ნიგვზის ჭამისაგან ენა უუხეშდებოდა ხოლმე,

და ეს ასეა დღესაც,

ყოველ მთაზე ასვლისას

უფრო მაღალ მთაზე უნდოდა ასვლა,

ხოლო ყოველ ქალაქში მოხვედრისას

უფრო დიდ ქალაქში მოხვედრა სურდა,

და ეს დღესაც ასეა,

ბალის დასაკრეფად ხის კენწეროში აძვრებოდა ხოლმე

და ეს დღესაც ასეა,

ყოველ უცხო ადამიანთან მორცხვი იყო,

და დღესაც მორცხვია,

პირველ თოვლს ელოდა ხოლმე

და ახლაც ელის.

 

როდესაც ბავშვი ბავშვი იყო,

ჯოხი ესროლა ხეს, ისე თითქოს ისარი ყოფილიყოს,

ის კი დღესაც ხეშია და ქარისაგან თრთის ხოლმე.

 

თარგმანი (c) childofthenature.wordpress.com

 

 

Хотят ли русские плакатов “нет войне”?

Хотят ли русские плакатов "нет войне"?
Спроси об этом у омоновца в броне,
Спроси об этом у ныряющих в метро, 
Спроси об этом у вцепившегося в трон. 

Хотят ли русские разбитых городов?
Спроси об этом у забитых поездов.
Хотят ли русские разрушенных больниц?
Спроси у высохших младенческих глазниц.

Хотят ли русские хоть что-то изменить?
Спроси об этом у оставшегося СМИ.
Хотят ли русские искоренить нацизм?
Спроси об этом у студентов с буквой "цыц".

Твоей визиткой станет этот жуткий год,
Воистину непоколебленный народ,
Готовый хоть в крови купаться, хоть в говне,
Но лишь бы не было плакатов "нет войне".

Константин Ольмезов
20.03.2022
https://t.me/const_poems

(C) შევეცადე მეთარგმნა ასე, ურითმოა ოღონდ. არ მიყვარს ლექსის თარგმნისას, რითმას გამოკიდებულები, მის შინაარსს რომ ცვლიან:

უნდათ რუსებს პლაკატები "არა ომს"?
ჰკითხე ამის შესახებ ბრონში ჩაცმულ პოლიციელს,
ჰკითხე მათ ვინც მეტროში ჩაყვინთა,
ჰკითხე მას ვინც სამეფო ტახტს ჩაებღაუჭა.

უნდათ რუსებს დაბომბილი ქალაქები?
ჰკითხე მივიწყებულ მატარებლებს.
უნდათ რუსებს დანგრეული საავადმყოფოები?
ჰკითხე ჩვილის ამომშრალ თვალებს.

უნდათ რუსებს მცირედი ცვლილება მაინც?
ჰკითხე ამის შესახებ შემორჩენილ მედიას.
უნდათ რუსებს ნაციზმის აღმოფხვრა?
ჰკითხე ამის შესახებ სტუდენტებს
(სავარაუდოდ იგულისხმება მგუ-ს და მგიმო-ს სტუდენტები, რომლებმაც ომის მხარდასაჭერი ვიდო მიმართვები ჩაწერეს).

შენი სავიზიტო ბარათი გახდება ეს შემზარავი წელი,
ჭეშმარიტად დაუმარცხებელო ერო,
რომელიც მზად არის გინდ სისხლში საბანაოდ, გინდ მძღნერში,
ოღონდაც არ ანახონ პლაკატები "არა ომს".

კონსტანტინ ოლმეზოვი

ქალების უფლებები

ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ნაწილი რომ არ ვიყო ან სხვა დროში რომ დავბადებულიყავი, ხომ სხვანაირი ვიქნებოდი? სხვანაირი მოდა იქნებოდა შეხედულებებზე, ქცევის მანერებზე, ტანსაცმელზე. აუცილებლად წასაკითხი წიგნების სია და შესაბამისად წაკითხულის ზეგავლენა სხვანაირი იქნებოდა ჩემზე. საზოგადოებაში დაწესებული გენდერული როლიც იმოქმედებდა ჩემს ყოველდღიურობაზე.

აი, მაგალითად ქალებს ადრე ნაკლები უფლებები ჰქონდათ, ვიდრე დღეს და მუშაობის უფლება სულ არ ჰქონდათ. აგერ გერმანიაში სულ არც თუ ისე დიდი ხნის წინ (1977 წლამდე) თუ ქალს მუშაობა უნდოდა სპეციალური ცნობა უნდა ჰქონოდა ამისათვის. ან ქმრის მიერ დაწერილი, ან მამის ან უახლოესი მამრობითი სქესის ნათესავის. ანუ, თუ ქმარი არ მოგცემდა მუშაობის უფლებას ვერც იმუშავებდი.

კონკრეტულად როდის მიეცათ ქალებს მუშაობის უფლება საქართველოში, ამის შესახებ ინტერნეტში კონკრეტული თარიღები ვერ მოვიძიე. თუმცა 1919 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოუყენებიათ ქალებს საქართველოში, ასე რომ მუშაობის უფლება შესაბამისად უფრო დიდი ხანია რაც გვაქვს. (?)

“დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობა 20 წელს გადაცილებულ ნებისმიერი სქესის მოქალაქეს შეეძლო. 1919 წლისთვის — ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.”

საერთოდ მგონია, რომ ადრე ქორწინებები ისეთი ხანმოკლე არ იყო როგორც დღეს, მატერიალური მიზეზების გამო: ერთად თავის გატანა უფრო მარტივია. ეს არის და ეს. და ადამიანები ითმენდნენ ერთმანეთს, თუნდაც ზიზღი ჰქონოდათ ერთმანეთის წინაშე. ქალი შესაძლოა იმიტომ ვერ გაშორებოდა ქმარს, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ ჰქონდა. უნდა ეთმინა ის რისი მოთმენაც შესაძლოა მის ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა.

ძალიან გამიმართლა, რომ იმ დროს დავიბადე და იმ ქვეყანაში, სადაც ქალებს უფრო მეტი დამოუკიდებლობა გვაქვს. გვაქვს განათლების მიღების უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება (როგორც ხმის მიცემის ასევე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის), აბორტის გაკეთების უფლება (ახლა გამოხტება ბევრი ადამიანი და ვუი ვუი რას ამბობსო). თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

საქართველოში ქალების მუშაობის უფლებების შესახებ ინფორმაციას რომ ვეძებდი, ბევრ საინტერესო სტატიას გადავაწყდი. მაგალითად, საქართველოში როდესაც ქალი დეკრეტულ შვებულებაში გადის ერთჯერადად იღებს 1000 ლარს და მორჩა. მერე თავი ან შვილი რითი უნდა არჩინოს ჩვენს სახელმწიფოს *ლეზე ჰკიდია. და არ არსებობს კაცის დეკრეტული შვებულება, რაც ჩემი აზრით არასწორია.

ამას წინათ, ალბათ 2-3 კვირის წინ, ახალ ამბებში ვნახე ვიღაც ირანელი კაცი, რომელმაც თავისი ცოლი იმიტომ მოკლა და მერე თავი მოაჭრა, რომ მას ამ კაცთან ცხოვრება აღარ უნდოდა. და ამ კაცმა თურმე საკუთარი “ღირსების” აღსადგენად მოკლა ცოლი და მერე აიღო მისი მოკვეთილი თავი და ასე ქუჩებში არხეინად მოსეირნობდა. ერთ ხელში დანა ეკავა, მეორეში _ ადამიანის თავი, ფეხშიშველა და გაღიმებული მოაბიჯებდა. და თურმე მათ ქვეყანაში ხშირად ხდება ეს. ხშირად კლავენ ქალებს და მერე თავს კვეთენ იმტომ რომ ისინი ისე არ იქცევიან როგორც კაცებს მოსწონთ.

ანუ, ირანში ეს ყოფილა ნორმალური ამბავი. ის მკვლელი კაცი შეწუხებული სულ არ ჩანდა, არც სინდისი აწუხებდა და არც იმას დარდობდა რომ ადამიანი მოკლა. თავს ძალიანაც რომ მშვენივრად გრძნობდა, თითქოს ის გააკეთა რაც ძალიან ჩვეულებრივია, მაგალითად დილით სარბენად გავიდა.

თავიდან გამეფიქრა ალბათ აღქმის მომენტია-მეთქი. მისთვის ქალი მისი საკუთრებაა და თუ უნდა თავს მოაჭრის და თუ უნდა აცხოვრებს. ჩვენთვის მაგალითად ქათამი შინაური ფრინველია და თუ გვინდა დღეს დავკლავთ და შევჭამთ ან თუ გვინდა მომავალ წელს. და ალბათ არც ვინერვიულებთ მის უფლებებზე ან იმაზე რომ სულაც არ უნდოდა სიკვდილი. ქათამიც ხომ ცოცხალია. ხოდა გამეფიქრა, ალბათ ირანელებიც არ აღიქვამენ ქალს თანაბარუფლებიან არსებად. უბრალოდ ასეთ საზოგადოებაში გაიზარდნენ და მორჩა. ასე იქცეოდნენ მათი მშობლები, ასე იქცევიან მათი მეგობრები, ამას უყურებენ მათი შვილები: გოგონებიც და ბიჭებიც. მაგრამ არა. ეს არ არის უბრალოდ აღქმის მომენტი. ეს არის უგულობა, უგრძნობლობა, სისასტიკე და უმძიმესი დანაშაული იმ თვით ირანშიც კი, თუ ოდნავ შეგრჩენია ადამიანური რაიმე. ის ქალი იყო ადამიანი, საკუთარი სურვილებითა და ემოციებთ, იყო ვიღაცის შვილი, დედა, მეგობარი და ალბათ ჰქონდა რაღაც ოცნება. და ის ქალი არ გრძნობდა თავის ქმართან თავს კარგად და მისგან წამოსვლა უნდოდა.

არის თუ არა ცოცხალი არსების გრძნობები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი სულეირი ტანჯვა მნიშვნელოვანი? არა მხოლოდ იმ ქალისათვის არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის? მისი შვილისათვის ან მშობლისათვის, ახლობლისთვის თუ უბრალოდ გამვლელისთვის. და დიახაც რომ არის. მოკლედ, საშინელი ქვეყანაა დღევანდელი ირანი. და არა მხოლოდ ქალებისათვის, იმიტომ რომ გინდათ თუ არა კაცებო, თქვენი ბედნიერებაც, რაღაც დოზით მაინც, ქალების ბედნიერებაზეა დამოკიდებული.

დასკვნა: მადლობა ყველა ფემინისტს ვინც იბრძოლა იმ უფლებებისათვის რომლებიც დღეს ქალებს გვაქვს.

გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

პ.ს. ქათამი მეც მეცოდება, როდესაც ვჭამ და არ ვიცი რა ვუშველო ამას.

წყაროები:

წყარო1

წყარო2

წყარო3

Not

by Erin Hanson


You are not your age, nor the size of the clothes you wear,

You are not a weight, or the color of your hair,

You are not your name, or the dimples in your cheeks,

You are all the books you read, and all the words you speak,

You are your croaky morning voice, and the smiles you try to hide,

You are the sweetness in your laughter, and every tear you’ve cried,

You’re the songs you sing so loudly when you know you’re all alone,

You’re the places you’ve been to, and the one that you call home,

You’re the things that you believe in, and the people whom you love,

You’re the photos in your bedroom, and the future you dream of,

You’re made of so much beauty, but it seems you forgot,

When you decided that you were defined, by all the things you’re not.

.

მიუნხენში ცხოვრება იმას ჰგავს, შეყვარებულად ძალიან ლამაზი ადამიანი გყავდეს, ტანადი, მშვენიერი სახით, გემოვნებიან ტანსაცმელში გამოწყობილი, ძალიან ზრდილობიანი და თავაზიანი, მაგრამ არაემპათიური, არაემოციური, მკაცრი და ზედაპირული.

ძველი ჩანაწერებიდან:

***

როდესაც გამომეღვიძა, პატარა გოგონა ვიყავი, ალბათ ხუთი წლის.  ჩემი საწოლი კართებთან ახლოს იდგა, კარს კი მინა ჰქონდა შუაში, ამიტომ მეზობელი ოთახიდან სინათლე მარტივად აღწევდა და იმვე თბილი ფერის იყო, როგორიც მინაზე ჩამოფარებული ფარდა. ამ შუქმა გამომაღვიძა. მერე გამახსენდა, რომ ბებიასთან ვიყავი სტუმრად და გამიხარდა, იმიტომ რომ ბებიას ყველაზე მეტად ვუყვარვარ.

ბებია, დედ-მამისაგან განსხვავებით, არასოდეს მტუქსავს და ყოველთვის ჩემს მხარეს არის. ოთახიდან მისი და ბაბუის საუბრის ხმა გავიგონე და ძალიან მომინდა გამეგო თუ რაზე საუბრობდნენ. საერთოდაც, შემჩნეული მქონდა რომ უფროსები, როდესაც, ჩვენ, ბავშვები არ ვუსმენდით ხოლმე, სხვა ტონით და რაღაც საიდუმლო თემებზე საუბრობდნენ. ამიტომ რასაკვირველია ცნობისმოყვარეობამ ამიტანა და შევეცადე უკეთ გამეგო მათი ლაპარაკი. მაგრამ  სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მოვახერხე გამოღვიძება, ჯერ ისევ ძილბურანში ვიყავი და გამოღვიძების ნაცვლად, მალევე, პირიქით, ძილისკენ დავიწყე მიბრუნება.

ნელ-ნელა სხეული დამიმძიმდა და საიდუმლოებებზე მოსაუბრეების ხმებიც სულ უფრო და უფრო შორიდან მესმოდა. მერე კი ყრუ სიბნელეში დავიწყე ვარდნა: თითქოს საწოლს ქვემოდან ძირი აღარ ჰქონდა.

უინტერნეტოდ (მზე არ სუფევს ცის კამარაზე, კი არა და…)

ერთი კვირის წინ ახალ სახლში გადმოვედი. ხოდა სანამ ინტერნეტს დააყენებდნენ, ვიჯექი უინტერნეტოდ.

ხოდა, თურმე დღე უფრო გრძელია, ვიდრე აქამდე მეგონა, უფრო მეტი საქმის გაკეთებას ვასწრებ და ფიქრიც უფრო მკაფიოა. ისე მოვიხიბლე, გადავწყვიტე სულ არ შევალ არც იუთუბზე არც ფეისბუქზე-მეთქი. ასე ჩემს ფიქრებში ვიქნები, დროც გამომითავისუფლდება და უფრო მეტ წიგნსაც წავიკითხავ-მეთქი. აბა რად მინდა რაღაც უაზრობებზე რომ ვცდები? რაში მარგია?!

ვიყავი ასე ამ ფიქრებში, მაგრამ გუშინ ინტერნეტი ჩართეს და ეგრევე ფეისბუქს ჩავუჯექი და რა კარგი წერის სტილი აქვს ამ ნია ხაჭაპურიძეს, სულ სიამოვნებით ვკითხულობ მის სტატუსებს ხოლმე.

მაგრამ, ამის გარდა, არაფერი ხეირიანი გუშინ მე ფბ-ზე არ წამიკითხავს და ან გავაუქმებ და ან აღარ შევალ ხოლმე.

ბილეთის ამბავი

დღეს ბევრგან უნდა მემგზავრა ტრანსპორტით, ამიტომ ერთი დღის ბილეთი ვიყიდე, რომელიც 6 ევრო და რაღაც ღირს. საკმაოდ მეძვირება ერთი დღის სამგზავროსათვის 6 ევრო, ამიტომ საღამოს, როცა ბილეთი აღარ მჭირდება ხოლმე, სხვა მგზავრებს ვჩუქნი, რათა იმათ არ გადაიხადონ თანხა ბილეთში. ჩემთვისაც უჩუქნიათ ასე. საკმაოდ პრაქტიკულია.

ჰოდა, დღეს, რომ მოვიარე ჩემი საქმეები, დავდექი ბილეთების აპარატთან და დავიწყე ლოდინი. მალევე გამოჩნდა ვიღაც კაცი, რომელსაც სამგზავროს შეძენა უნდოდა. ა, ბატონო-მეთქი ბილეთი, მე აღარ მჭირდება-მეთქი _ გადმოვხტი მე. უიო, მადლობაო, გაგახარებს ღმერთიო _ გაუნათდა სახე და გამომართვა ბილეთი.

არც დაუხედავს ისე წავიდა.

კმაყოფილი შეგრძნებით რომ სიკეთე ჩავიდინე და “რა კარგია ეს ცხოვრება, თუ ერთმანეთს მოვუფრთხილდებით” ფიქრებით, შევნარნარდი სუპერმარკეტში, ხოდა ჩავიხედე საფულეში და რას ვხედავ: ბილეთი საფულეშია.

ესე იგი, იმ უცნობ მგზავრს, ძველი, ვადაგასული ბილეთი მივაჩეჩე ხელში. მალადეც მე.

აი რომ ამბობენ ხოლმე მიწა გამისკდა და ელდა მეცაო. რაღაც მსგავსი დამემართა. გულისცემა გამიასმაგდა.

სწრაფად დავბრუნდი U-Bahn-ში (მეტროში) და გამწარებული ვეძებდი იმ კაცს ყველა პლატფორმაზე, მაგრამ წასული იყო უკვე.

ასე ცუდად თავი ბოლოს როდის ვიგრძენი არ მახსოვს. ჯერ ხომ ძალიან მრცხვენია ჩემი სიდებილის გამო და მერე იმ მგზავრის დარდი მაქვს, ასე რომ მომენდო და ჩემ გამო შეიძლება დაეჯარიმებინათ.

ეჰ, ძალიან ვწუხვარ უცნობო მგზავრო, იმედია კონტროლიორი არ შეგხვდა და არ დაგაჯარიმეს. :(

აფთიაქში

გუშინ ჯიპისის აფთიაქში შევედი. დახლზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ, სამი მექანიკური სფიგმომანომეტრი (წნევის საზომი აპარატი) ეწყო. სამივე ერთი ფირმის. ერთს 60 ლარი ეწერა, მეორეს _ 79,84, მესამეს _ 80.

მე: გამარჯობა, ამათ შორის რა არის განსხვავება?

გამყიდველი (რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდგომ): 79,84-იანსა და 80-იანს შორის განსხვავება არ არის, უბრალოდ კომპიუტერი ამრგვალებს ხოლმე პირველის ფასს 80-მდე. (ლოგიკური შეკითხვა გამიჩნდა: მაშინ რატომ აწყვია ცალ-ცალკე და სხვადასხვა ფასი რატომ აქვს მითითებული? მაგრამ ეს შეკითხვა არ დამისვამს).

მე: გასაგებია, და 60 ლარიანი რითი განსხვავდება?

გამყიდევლი (აკვირდება კოლოფზე გამოსახულ ნახატს, სადაც სფიგმომანომეტრი და თეთრწვერა მომღიმარი კაცია გამოსახული და პოულობს განსხვავებას): 80 ლარიანს მონომეტრი სახელურზე აქვს დამაგრებული და 60 ლარიანს _ არა.

მე: ანუ დიზაინშია განსხვავება?

გამყიდველი: დიახ, თან 80 ლარიანი ახალი მოდელია მეორესთან შედარებით და ალბათ უკეთესი ხარისხიც აქვს.

ალბათ?

ალბათ?!

ალბათ?!

ჯერ რომ ტრეინინგი ჩაუტაროთ პერსონალს და შემდგომ დააყენოთ დახლთან, არა?

.

ადამიანს მხოლოდ მაშინ მოექცევი კეთილად, როდესაც ის მანამდე შენ უკვე მოგექცა კეთილად. პასუხი ხარ ყოველთვის. არ ხარ ინიციატორი თითქმის არაფერში. შენით აღმოჩენილი სილამაზე მალევე კვდება, განვითარების გარეშე. შენი ემოცია არ არის საკმარისად ძლიერი, რომ ისეთ რაღაცას დაუდგეს გვერდში რასაც გვერდში არაფერი უდგას, რაც სუსტია. მოგწონს ის, რაც უკვე შემდგარია. რაც უკვე მოწონებულია ყველას მიერ.

შიშები

როდესაც ოთახში ჩემ გარდა სხვაც არის, შიშები კარადის უკან

ან საწოლის ქვეშ და ჭერის კუთხეში, ამოფარებული არიან ჩრდილებს.

იმალებიან და არ ჩანან.

თითქოს არ არსებობენ. თითქოს ჩრდილი ჩრდილია.

მაგრამ როდესაც მარტო ვრჩები, შიშები გამოდიან თავიანთი სამალავებიდან

ჩემი არ ერიდებათ და არც მემალებიან. რა აზრი აქვს, მე ხომ ვიცი რომ არიან.

ურცხვად და დაუმალავად დაცურავენ ოთახში.

და მაშინებენ.

მაშინებენ ტირილამდე, ლოგიკური აზროვნების დაკარგვამდე.

რაღაც ახალი უნდა აღმოვაჩინო!

ძველი ჩანაწერებიდან:

არ გჭირთ ხოლმე ასე? მაშინ როდესაც ნაკლები საქმე გაქვთ და მეტი თვისუფალი დრო, არ გამოერთვებით ხოლმე ყოველდღიურობას და არ იწყებთ ხოლმე ფილოსოფოსობას? არ ფიქრობთ ხოლმე: აი, მაინც, რა არის ეს ცხოვრება?! რა ჯანდაბა მინდა აქ?

მინდა ხოლმე ხმამაღლა ვიყვირო, რომ იქნებ ვინმემ გამიგონოს:

_რა მინდა აქ?!

სიჩუმეა. მერე ჩემს თავს ვპასუხობ ხოლმე: „არც არაფერი, არც არაფერი. ყველაფერი უაზროა.“ და უკიდეგანო გულგრილობა ჩნდება ირგვლივ. ყველგან. ყველაფერში.

გარბიხარ და შენს თავს უბრუნდები. პრობლემებისაგან გარბიხარ და ეს პრობლემები შენშია და ვერსადაც გაიქცევი. შენთვითონ ხარ ყველაფერზე პასუხი. ყველა შენს შეკითხვაზე.

არაფერი მინდა ხოლმე მართლა. არაფერი მიჩქარებს გულისცემას, არაფერი განსაკუთრებული მიზანი აღარ მაქვს. აღარაფერი მაღფრთოვანებს და ეს მკლავს. დავჯდები ხოლმე და ჩემთვის ვიფიქრებ გამაცოცხლებელ საშუალებებს, მიზნებს რომლებსაც აუცილბლად უნდა მივაღწიო, ვიგონებ რაღაცებს რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა ყველაფერი. და ასეთი რაღაცები აუცილებლად არის! ასეთი რაღაცები აუცილებლად არის. მაგამ ვეღარ ვაფასებ.

რომ დავფიქრდეთ ყველაფერი მაქვს. კარგი მეგობრები მყავს. საუკეთესო ოჯახი მყავს. და განვითარების საშუალებაც. მაგრამ რაღაც ნაპერწკალი, რომელიც გულში უნდა გენთოს აღარ მაქვს. აზრს ვერ ვხედავ ცხოვრებაში. ისეთი მარაზმია და სისულელეა გარშემო. ისეთ უმნიშვნელო რაღაცებს ექცევა სულ მნიშვნელობა, ისეთ სისულელეებს ვართ გამოკიდებულები.

ზოგჯერ მეშინია ჩემი თავის. რომ გულგრილი ვხდები ასე ძალიან მარტივად. რაღაცნაირად უგრძნობი. იშვიათად რაიმემ ამატოკოს, გამახაროს. ადამიანები მოდიან და მიდიან, ცხოვრობენ, ტირიან და იცინიან. მე არაფერი მიხარია და არაფერი მაწუხებს. შეგრძნებების ნაკლებობას განვიცდი სავარაუდოდ. ანთებული არ ვარ არაფერით. ანთება მჭირდება. სად არის ასანთი? :))))

და მართლაც რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას როდესაც რაღაცით ანთებული, შეპყრობილი, შეყვარებული არ ხარ? როდესაც ყოველ წამს ვერ შეიგრძნობ, რომ სისხლი ჩქეფს შენში, რომ ცოცხალი ხარ?! _ არც არავითარი.

ცვლილებების დროა. რაღაც უნდა შეიცვალოს. რაღაც ახალი უნდა აღმოვაჩინო!

Au-Pair პროგრამა

რადგან მე გერმანიაში ვიყავი ოპერი, გერმანიაზე მოვყვები, თუმცა ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში შეიძლება ოპერად წასვლა.

რა არის აუ-პეარ პროგრამა (ოპერის პროგრამა)?

ოპერის პროგრამა, მითუმეტეს ოპერობა გერმანიში, დღეს ძალიან პოპულარულია და ბევრმა კარგად იცის რაც არის. თუმცა ეს ნაწერი ახალბედებისთვისაა და ვიმედოვნებ მათთვის სასარგებლო ინფორმაციას მოვუყარე ქვემოთ თავი:

ოპერის პროგრამა არის პროგრამა, რომელიც როგორც წესი ერთი წელი გრძელდება და ამ ერთი წლის განმავლობაში თქვენ ცხოვრობთ უცხო ქვეყანაში, სხვის ოჯახში, არ იხდით ქირის და საჭმლის ფულს, გაქვთ ხელფასი (ე. წ. ჯიბის ფული 280 ევრო თვეში (ეს თანხა დროთა განმავლობაში იცვლება, 5 წლის წინ 260 იყო)), ოჯახი ზოგჯერ თანახმაა დაგიფინანსოთ გერამანული ენის კურსები და ტრანსპორტის ბილეთი. სანაცვლოდ თქვენ უვლით პატარა ბავშვებს კვირაში 25-30 საათის განმავლობაში (მიგყავთ საბავშვო ბაღში/სკოლაში/სპორტზე, ეთამაშებით როცა მშობლები არ არიან სახლში, უმზადებთ მარტივ სადილს და ა. შ.). დანარჩენი თავისუფალი დრო თქვენია.

რატომ არის ოპერობა კარგი:

  1. უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება.
  2. უცხო ენის სწავლა.
  3. გერანიის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების პერსპექტივა (გერმანიაში, სხვა ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, უმაღლესი განათლება მინიმალურ გადასახადებთან არის დაკავშირებული (დაახლოებით 150 ევრო სემესტრში)).

უარყოფითი მხარეები:

  1. თუ თქვენი მიზანია გერმანიაში უმაღლესში სწავლა, გერმანული იცით უკვე C1 დონეზე და საბუთები მზად გაქვთ უნისთვის, ოპერობა დაკარგული წელიწადივით არის. ჯობია ენის სწვლა და პირდაპირ უმაღლესში ჩაბარება. რადგან ოპერობის დროს თან ენას სწავლობთ და თან მუშაობთ. ერთ წელში გერმანული ენის იმ დონემდე სწავლა (თან პარალელურად მუშაობა) რომ C1 დონის გამოცდა დაწეროთ საკმაოდ რთულია, მე არავის არ ვიცნობ ვისაც ეს გამოუვიდოდა. ჩემი ჩათვლით თითქმის ყველა ჩემს ნაცნობს 2/2,5 წელი დასჭირდა ენის სასწავლებლად. ანუ უკვე გამოდის დაკარგული 2 წელი. ამიტომ რაც ადრე დაიწყებთ ენის სწავლას უფრო მარტივი იქნება თქვენთვის ყველაფერი. იდეალურ შემთხვევაში სკოლის შემდგომ აბარებთ გერმანიის შტუდიენკოლეგში (სადაც ერთი წელი ემზადებით უნიში სასწავლებლად) და მერე აგზავნით თქვენს დოკუმენტებს უნივერსიტეტებში. საქართველოს მოქალაქეებს სკოლის შემდგომ პირდაპირ გერმანულ უნიში სწავლის უფლება არ აქვთ. უნიმდე უნდა გქონდეთ გავლილი ან შტუდიენკოლეგი ან საქართველოში შესაბამისი ფაკულტეტის 2 კურსი უნდა გქონდეთ დახურული ან უკვე ერთი ბაკალავრის დიპლომი უნდა გქონდეთ. ყველა უნის თავის საიტზე უწერია კონკრეტულად მათი მოთხოვნები, ყოველთვის არის გამონაკლისები ან დამატებითი მოთხოვნები, ამიტომ ინფორმაციის მოძიებას საჭირო დრო დაუთმეთ!

შემთხვევები რეალური ოპერების ცხოვრებიდან:

-ოჯახი გთხოვს და შენც არ გინდა რომ გაიფუჭო მათთან ურთიერთობა და თანხმდები და თანხმდები უფრო და უფრო მეტ საათიან სამუშაო გრაფიკს (შეცდომა ნომერი ერთი). თანხმდები დამატებით დავალებებს, რომლებიც წინასწარ არ იყო შეთანხმებული (მაგალითად სახლის დალაგება, ღობის შეღებვა და ა. შ.), საბოლოოდ არ გრჩება დრო შენი საქმეებისთვის (მაგ. სწავლისთვის). აქ არ არის საუბარი გამონაკლის შემთხვევებზე, მაგალითად რომელიმე მშობელს ერთხელ სამსახურიდან დაბრუნება დააგვიანდა და თქვენ 1 საათით მეტი იმუშავეთ. მე ვგულისხმობ მუდმივად უფრო მეტის მუშაობას ვიდრე გეკუთვნით. ეს უკვე თქვენი უფლებების დარღვევაა.

ეს შეცდომა თავიდან რომ აიცილოთ, საჭიროა ხელშეკრულების დადებამდე, სთხოვოთ ოჯახს ჩამოწეროს თქვენი დავალებების კონკრეტული სია და სამუშაო გრაფიკის ზუსტი აღწერა კვირის დღეებისა და საათების მიხედვით და დაურთოს ეს დოკუმენტი ხელშეკრულებას, რომელსაც ორივე აწერთ ხელს. ოჯახსაც არ ექნება ზედმეტი მოლოდინები და თქვენც ზუსტად გეცოდინებათ რა გევალებათ და რა არა. მე სწორად ასე მოვიქეცი და არცერთხელ არ მინანია.

მოუგვარებადი პრობლემის შემთხვევაში, ყოველთვის შეიძლება ოჯახის შეცვლა, მაგრამ ეს არის დამატებით სტრესთან და ხარჯებთან დაკავშირებული, ამიტომ ჯობია თავიდანვე საკმარისი დრო გამოუყოთ ნორმალური ოჯახის მოძებნას.

ახლო მეგობრებიც კი კამათობენ ხოლმე და ოპერის ოჯახთან რაღაც სახის კონფლიქტი/ გაუგებრობა აუცილებლად მოხდება, მნიშვნელოვანია წარმოქმნილ პრობლემებზე ღიად საუბარი და გადაჭრის გზების მოძებნა. პრობლემაზე თუ არ ისაუბრებთ, ის თავისით არ მოგვარდება.

-ოჯახი გთხოვს დამატებითი თანხის სანაცვლოდ დამატებით მუშაობას. აქ უკვე თქვენ როგორც გაწყობთ ისე მოიქცევით, თუმცა თუ მომავალში ქვეყანაში აპირებთ სწავლის მიზნით/ან რაიმე სხვა მიზნით დარჩენას ჯობია ეს შანსი გამოიყენოთ და ფული დააგროვოთ, რადგან დაგჭირდებათ.

-ოჯახი ჩასვლიდან ორი კვირის შემდგომ ალაგებს თქვენს ნივთებს და მიზეზის აუხსნელად გეუბნებათ რომ უნდა დატოვოთ მათი სახლი. ამ დროს ოჯახი ვალდებულია გადაგიხადოთ სასტუმროში გაჩერების ფული ორი კვირის მანძილზე. (ესეც ნამდვილი ამბავია).

-ოჯახს ძალიან მოსწონხარ და უნდა რომ დაგეხმაროს შენი მიზნების მიღწევაში, ამიტომ ენის კურსებს მთლიანად გიფინანსებს.

-ბავშვები ძალიან შეგეჩვივნენ, ამიტომ ოპერობის წლის დამთავრების შემდგომ ოჯახს ხშირად სტუმრობ და ბეიბისითინგობ.

-ოჯახში რჩები კიდევ ერთი წლით (შეცდომა ნომერი ორი). რაც არ უნდა გადასარევ ოჯახში უნდა გიწევდეთ ცხოვრება, რაც მალე გადახვალთ დამოუკიდებლად საცხოვებლად, მით უფრო მალე იპოვნით თქვენს გზას/რითმს. ოჯახში ცხოვრება მაინც მასზე დამოკიდებულებას ნიშნავს, ვიზით, საცხოვრებელი ადგილით, პირადი სივრცით და ა. შ. რაც საკმაოდ რთულია და რაც მალე იქნებით დამოუკიდებელი მით უკეთესია თქვენთვის (თუმცა, ალბათ ესეც ინდივიდუალურია).

ფეისბუქზე არის ჯგუფები: ქართველები გერმანიაში, სადაც ქართველები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და აქტიურად აძლევენ რჩევებს და ძალიან გამოგადგებათ თუ დაემატებით ამ ჯგუფებში.

ასევე არის უამრავი აგენტი რომელიც ფულის სანაცვლოდ ეძებს თქვენთვის ოჯახს, უამრავი ოპერის ისტორია მომისმენია 10-დან 9 აგენტი იყო უბრალოდ ვიღაც ადამიანი, რომელმაც “რაღაც” ოჯახი მოძებნა და ძალიან ცუდ პირობებში გაუშვა ახალგაზრდები და შემდგომ გაუჩინარდა, არადა წესით ოჯახის შეცვლაშიც უნდა დახმარებოდა. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება რომ თქვენ თვითონ ჩაუჯდეთ საიტებს, როგორც წესი უფასოა ოპერებისთვის დარეგისრირება, თქვენ თვითონვე ქმნით პროფილს, ირჩევთ თქვენთვის სასურველ ოჯახს და რაც მთავარია მეტჯერ ვიდრე 1-2-ჯერ ესაუბრებით მას და ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვას სვამთ. (მაგ. თქვენი მომავალი ოთახის ფოტო, წინა ოპერის კონტაქტები (რომელსაც აუცილებლად ეკონტაქტებით (!!!!!!!) და თხოვთ რომ მოგიყვეთ რას აკეთებდა, რა ევალებოდა, რა მოწონდა ან არ მოწონდა და ა. შ.))

ხო, და კიდევ ერთი რჩევა, თუ თქვენ აპირებთ უცხო ენის კურსზე აქტიურად სიარულს არ წახვიდეთ ოპერად პატარა ქალაქში ან სოფელში. იმიტომ რომ ენის სკოლები ან ძალიან შორს იქნება და ფიზიკურად ვერ ივლით, ან კვირაში მხოლოდ ერთ დღეს გექნებათ. ესეც ჩემი მეგობრების გამოცდილებიდან. დიდ ქალაქში ჩამოსვლის კიდევ ერთი დადებითი მხარეა ის, რომ ახალ ნაცნობებს მარტივად შეიძენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია!